Accessibility links

logo-print

თორთლაძე უარყოფს ფინანსთა სამინისტროს ბრალდებებს


"დეოკუპაციის ცენტრის" ხელმძღვანელი გია თორთლაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებებს ბოდვას უწოდებს. მან სააგენტო "ინტერპრესნიუსა" უთხრა, რომ ავტომანქანა, რომლის გასხვისებაში და აღებული ფულის პირადი მიზნებისათვის დახარჯვაში სდებენ მას ბრალს, მთავრობის განკარგულებით უვადოდ და უსასყიდლოდ გადაეცა, ხოლო მას შემდეგ, რაც ცენტრს ვალი დაედო, მანქანა გაყიდა და ავტომობილის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა ბიუჯეტში შეიტანა. დეოკუპაციის ცენტრის ხელმძღვანელი მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლად აფასებს.
XS
SM
MD
LG