Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია: პარლამენტს პრეზიდენტისთვის უნდა მოესმინა


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ პარლამენტს პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა არ უნდა გადაედო, რადგან ამის განსაკუთრებული გარემოება არ არსებობდა. ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რომ პარლამენტი არასწორად მოიქცა.მანვე ასევე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს წლიური ანგარიშის ჩაბარების ვალდებულება სწორედ პარლამენტისთვის, პლენარულ სხდომაზე აქვს, რის გამოც ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიმართვის მიუხედავად, ის ამ ვალდებულებისგან ვერ გათავისუფლდება. საია-ს თავმჯდომარის განმარტებით, კანონმდებლობით რაიმე ტიპის სანქცია არც პარლამენტის მიერ "არასწორ ქცევასთან" დაკავშირებითაა გათვალისწინებული და არც იმ შემთხვევისთვის, თუკი ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიმართვის შემდეგ, პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიური მოხსენებით აღარ გამოცხადდება.
XS
SM
MD
LG