Accessibility links

სასამართლო გურამ დონაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს


შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილ ხელმძღვანელ გურამ დონაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს ან ხვალ იმსჯელებს - უთხრა "ინტერპრესნიუსს" დონაძის ადვოკატმა კახა შონიამ. დონაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით წარუდგინეს და ის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. გურამ დონაძისთვის ბრალის წარდგინება ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით მოხდა. მას 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამჟამად გურამ დონაძე საქართველოში არ იმყოფება, თუმცა კახა შონიას აცხადებს, რომ დონაძე არ აპირებს, მართლმსაჯულებას მიემალოს და საქართველოში დაბრუნდება ჩვენების მისაცემად.
XS
SM
MD
LG