Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ლიდერები ბიუჯეტზე მსჯელობენ


ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში წუხანდელი მოლაპარაკების შემდეგაც განაგრძობენ მსჯელობას მომავალი შვიდი წლის ბიუჯეტზე. ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს არაუმეტეს 960 მილიარდი ევროს (1,3 ტრილიონი დოლარის) დახარჯვას 2014-2020 წლებში. საბოლოო შეთანხმება პარასკევს არის მოსალოდნელი. რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის ბრიტანეთი, მოითხოვს ევროკავშირის ბიუჯეტის დაგეგმილზე უფრო მეტად შეკვეცას, ევროკავშირის წევრების ბიუჯეტების შემცირების შესაბამისად მაშინ, როცა სხვა ქვეყნები, მათ შორის საფრანგეთი, ითხოვს ხარჯებს, მაგალითად, სოფლის მეურნეობის სფეროში სუბსიდიების და ინფრასტრუქტურის დასაფინანსებლად. შარშანდელი ნოემბრის სამიტზე, ევროკავშირის ლიდერები ვერ შეთანხმდნენ ბიუჯეტის პროექტზე, რომელიც ითვალისწინებდა 972 მილიარდი ევროს (1,31 ტრილიონი დოლარის) ხარჯებს.
XS
SM
MD
LG