Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუნისში ათასობით ადამიანი შეიკრიბა ოპოზიციის ლიდერის დაკრძალვაზე


ტუნისში ათასობით ადამიანი შეიკრიბა ოპოზიციის ლიდერის, ოთხშაბათს მოკლული ჩოკრი ბელაიდის დაკრძალვაზე. იუწყებიან ასევე გენერალური გაფიცვის შესახებ. ბელაიდი სათავეში ედგა სეკულარულ ოპოზიციურ პარტიას. მის მკვლელობას საპროტესტო აქციები და დაპირისპირება მოჰყვა ტუნისის რამდენიმე ქალაქში. ხუთშაბათს დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს მმართველი ძალის, ზომიერ ისლამისტურ პარტია „ენადას“ სათავო ოფისს. პრემიერ-მინისტრ ჰამდი ჯებალის, რომელიც ამ პარტიის წევრია, ნათქვამი აქვს, რომ მთავრობას დაითხოვს და შექმნის ექსპერტების კაბინეტს, დაძაბულობის განსამუხტად. მაგრამ პარტიის გავლენიანი წევრები ეწინააღმდეგებიან ამ გადაწყვეტილებას.
XS
SM
MD
LG