Accessibility links

გაერო: ავღანეთში ასობით ბავშვი იღუპება აშშ-ის თავდასხმების შედეგად


გაერო გამოთქვამს შეშფოთებას ცნობებით, რომ ავღანეთში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ასობით ბავშვი ემსხვერპლა აშშ-ის სამხედრო ძალების თავდასხმებს და საჰაერო დარტყმებს. გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის ცნობით, ბავშვებს შორის მსხვერპლის მიზეზია არასაკმარისი პრევენციული ზომები და ძალის განურჩევლად გამოყენება. ჟენევაში დაფუძნებული კომიტეტი გამოთქვამს „ღრმა შეშფოთებას იმ ფაქტით, რომ ბავშვებს შორის მსხვერპლი გაორმაგებულია 2010-დან 2011 წლამდე“.
XS
SM
MD
LG