Accessibility links

logo-print

სომხეთში დააკავეს პრეზიდენტობის კანდიდატის დაჭრაში ეჭვმიტანილები


სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის ცნობით, ორი პირი დააპატიმრეს პრეზიდენტობის კანდიდატის, პარუირ ჰაირიკიანის დაჭრასთან კავშირში ეჭვმიტანის საფუძველზე. უშიშროების სამსახურის დღევანდელი განცხადებით, ორივე დაკავებული სომეხია და აღიარებს თავდასხმაში მონაწილეობას. მოტივზე ჯერ არაფერს იუწყებიან. პრეზიდენტობის კანდიდატი, 63 წლის ჰაირიკიანი ერევანში 31 იანვარს დაჭრეს ცეცხლსასროლი იარაღით. ოპერაციის შემდეგ ის გამოჯანმრთელების გზაზეა და საარჩევნო კამპანიის გაგრძელებას აპირებს. სულ რვა კანდიდატია რეგისტრირებული სომხეთში 18 თებერვლისთვის დანიშნულ არჩევნებზე. გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ ამჟამინდელ პრეზიდენტს, სერჟ სარქსიანს.
XS
SM
MD
LG