Accessibility links

logo-print

მანანა მანჯგალაძე: პარლამენტი გავიდა კონსტიტუციური სივრციდან


”პრემიერ-მინისტრის მითითებით საქართველოს პარლამენტი გავიდა კონსტიტუციური სივრციდან, მიიღო რა საერთაშორისო მასშტაბით უპრეცედენტო გადაწყვეტილება არ მიეცა პრეზიდენტისთვის საშუალება მიემართა პარლამენტისა და ქვეყნისათვის”, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა მიხეილ სააკაშვილის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ. მისივე თქმით, პრეზიდენტის დღევანდელი მოხსენების ჩასაშლელად იგეგმება პროვოკაცია, თუმცა მიხეილ სააკაშვილი გამოსვლის გადადებას არ აპირებს. პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებითვე, დაგეგმილ პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს მთავრობას და პირადად პრემიერ-მინისტრს, რომელიც მანჯგალაძის თქმით, თავადაა აქციის ორგანიზატორი.
XS
SM
MD
LG