Accessibility links

logo-print

მიხეილ სააკაშვილი ტრადიციული მიმართვის ტექტს ეროვნულ ბიბლიოთეკაში წაიკითხავს


საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზის ნაცვლად წლევანელი მიმართვის ტექტს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წვეულებათა დარბაზიდან წაიკითხავს დღეს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და დასმულ შეკითხვებს უპასუხებს. მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტში პრეზიდენტის ტრადიციული გამოსვლა უმრავლესობამ გადადო სანამ პარლამენტი არ მიიღებს გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო ცვლილების პროექტზე, ან მიხეილ სააკაშვილი და მისი პოლიტიკური გუნდი არ გამოხატავენ მკაფიო პოზიციას პარლამენტისთვის კუთვნილი უფლების დაბრუნების შესახებ. საუბარია უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტზე, რომლის თანახმად, პრეზიდენტს აღარ უნდა ჰქონდეს უფლება პარლამენტის ნდობის გარეშე, მთავრობა ერთპიროვნულად დანიშნოს. ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც პრეზიდენტის გამოსვლა 18 საათზე დაიწყება, მიწვეულნი არიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, მედიასაშუალებების, არასამთავრობო სექტორისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები.
XS
SM
MD
LG