Accessibility links

logo-print

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან არეულობა მოხდა


ეროვნულ ბიბლიოთელასთან შეხლა-შემოხლა მოხდა.

ეროვნულ ბიბლიოთელასთან შეხლა-შემოხლა მოხდა.

თბილისში არეულობაა ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, სადაც ყოველწლიური მიმართვით გამოსვლას აპირებდა საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. ბიბლიოთეკაში შესვლა ამ დროისათვის შეძლეს მხოლოდ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, საპარლამენტო უმცირესობის რამდენიმე წევრმა და ჟურნალისტებმა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, კოკი იონათამაშვილის ინფორმაციით, მის თანაგუნდელ ჩიორა თაქთაშვილზე ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ჩიორა თაქთაშვილს სახეზე ფიზიკური დაზიანება აღენიშნება.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეროვნულ ბიბლიოთეკასთან არსებული არეულობის გამო, მოსახლეობას წლიური მოხსენებით, ბიბლიოთეკის ნაცვლად, პრეზიდენტის სასახლიდან მიმართავს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG