Accessibility links

logo-print

ტუნისში მოხდა დაპირისპირება ოპოზიციის მომხრეებსა და პოლიციას შორის


ტუნისში პოლიციელებს დაუპირისპირდა ოპოზიციის ლიდერის, ოთხშაბათს მოკლული ჩოკრი ბელაიდის დაკრძალვაზე მისულთა ნაწილი. პოლიციელებმა ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს მათ დასაშლელად. მანამდე პოლიციამ ჰაერში ისროლა არეულობაში მონაწილე ახალგაზრდების გასაფრთხილებლად. ოპოზიციის ლიდერის მკვლელობის დასაგმობად, დღეს აქცია გაიმართა სიდი ბუზიდშიც - ქალაქში, სადაც 2010 წლის დეკემბერში დაიწყო „არაბულ გაზაფხულად“ წოდებული მოვლენები. იუწყებიან აგრეთვე ტუნისში საყოველთაო გაფიცვის შესახებ. ბელაიდი, რომელიც მმართველ, ზომიერად ისლამისტურ პარტია „ენადას“ აკრიტიკებდა, დედაქალაქ ტუნისში მოკლეს. პრემიერ-მინისტრ ჰამდი ჯებალის, რომელიც ამ პარტიის წევრია, ნათქვამი აქვს, რომ მთავრობას დაითხოვს და შექმნის ექსპერტების კაბინეტს, დაძაბულობის განსამუხტად. მაგრამ პარტიის გავლენიანი წევრები ეწინააღმდეგებიან ამ გადაწყვეტილებას.
XS
SM
MD
LG