Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შს-თა მინისტრი: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა არ ისარგებლეს ალტერნატიული გზით


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა არ ისარგებლეს ალტერნატიული გზით, რომელიც მათ შსს-მ შესთავაზა ეროვნულ ბიბლიოთეკაში შესასვლელად. ღარიბაშვილმა ამ შინაარსის განცხადება გააკეთა ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ჟურნალისტებთან საუბრისას. „სამწუხაროდ, მე აღმოვაჩინე, რომ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების ნაწილმა არ ისარგებლა ჩვენს მიერ შეთავაზებული ალტერნატიული გზით, ისინი პირდაპირ შევიდნენ კონფლიქტში დემონსტრანტებთან. ამან გამოიწვია გარკვეული შეხლა-შემოხლა, სამწუხაროდ“, განაცხადა ღარიბაშვილმა. მოგვიანებით საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ უარყო ცნობა, თითქოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მიწოდებული ჰქონდათ ინფორმაცია რაიმე სახის უსაფრთხო კორიდორის არსებობის შესახებ.
XS
SM
MD
LG