Accessibility links

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უარყოფენ უსაფრთხო გზის არსებობას


„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, მათ შორის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია უარყოფენ, რომ მათთვის ცნობილი იყო ეროვნულ ბიბლიოთეკაში შესასვლელი, რაიმე სახის ალტერნატიული გზის შესახებ. ასეთი გამოხმაურება მოჰყვა შს-თა მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა არ ისარგებლეს ალტერნატიული გზით, რომელიც მათ შსს-მ შესთავაზა ეროვნულ ბიბლიოთეკაში შესასვლელად. „საუბარი იმაზე, რომ თითქოსდა იქ რაღაც კორიდორები და გასასვლელები იყო... უკაცრავად, მიწისქვეშ იყო გვირაბი გათხრილი, თუ სად იყო კორიდორი?“ - ასეთი შეკითხვა დასვა დავით ბაქრაძემ, ქუთაისში საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტთან საუბარში.
XS
SM
MD
LG