Accessibility links

ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ 2014-2020 წლების ბიუჯეტზე


ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ მომდევნო შვიდი წლის (2014-2020 წლების) ბიუჯეტზე. შეთანხმება მოჰყვა ბრიუსელში გამართულ მოლაპარაკებას, რომელიც 24 საათზე მეტხანს გაგრძელდა. ევროკავშირის საბჭოს თამჯდომარე ჰერმან ვან რუმპემ სოციალურ ქსელ „ტვიტერით“ გაავრცელა ცნობა, რომ შეთანხმება ეხება ათწლეულის დარჩენილ პერიოდს და რომ „ღირდა მისი ლოდინი“. ახლა შეთანხმებას დასამტკიცებლად წარუდგენენ ევროპის პარლამენტს. პროცესი შესაძლოა, რამდენიმე თვე გაგრძელდეს.
XS
SM
MD
LG