Accessibility links

სააკაშვილი: არ მომწონს, როცა თავდაცვის მინისტრს „თავზე ლაფს ასხამენ“


სააკაშვილის თქმით, როგორც პოლიტიკოსს, პოლიტიკოსი ირაკლი ალასანია ხშირად ძალიან არ მოსწონს, ხოლო როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, არ მოსწონს, როდესაც თავდაცვის მინისტრს "თავზე აწუწავენ". „დილა ისე არ თენდება, რომ არ გავიგოთ, მას მიაყენეს ახალი, მორიგი შეურაცხყოფა პიროვნულად, თუ სხვანაირად. არ არის სწორი, განსაკუთრებით თავდაცვის მინისტრის მუდმივი ლაფის დასხმა თავზე. ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, ეს არის სრულიად მიუღებელი, ვინც არ უნდა იყოს ის", - განმარტა პრეზიდენტმა.მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ალასანიას მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს, საკადრო რყევები თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობაში მიუღებელია. აღნიშნულ კონტექსტში საუბრისას, პრეზიდენტმა განმარტა, რომ ნატო-ს სამიტის, ავღანეთში ვითარებისა და სხვა პროცესების ფონზე ამ სიტუაციაში თავდაცვის მინისტრის შეცვლას არ დაეთანხმება.
XS
SM
MD
LG