Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ დააკავა სამი პირი ეროვნულ ბიბლიოთეკასთან არეულობის შემდეგ


საქართველოში დააკავეს სამი ადამიანი ეროვნულ ბიბლიოთეკასთან 8 თებერვალს მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით. ინციდენტის დროს საპროტესტო აქციის მონაწილეები თავს დაესხნენ "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრს. დაკავებული არიან ყოფილი პოლიტპატიმარი მელორ ვაჩნაძე და მიხეილ მესხი, რომლებიც საპროტესტო აქციის აქტიური მონაწილეები იყვენენ და დაკავებულია პირიც, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პარლამენტის წევრს, ჩიორა თაქთაქიშვილს. ამ უკანასკნელს წაყენებული აქვს ხულიგნობასთან დაკავშირებული ბრალდებები.
XS
SM
MD
LG