Accessibility links

logo-print

სასამართლო განიხილავს გურამ დონაძისათვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს


თბილისში სასამართლო განიხილავს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, გურამ დონაძისათვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს. დონაძე გუშინ დააკავეს თბილისის აეროპორტში, სადაც ის თურქეთიდან ჩაფრინდა. დონაძეს ბრალი ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, 2004 წელს ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით. სასამართლო პროცესზე დონაძეს სხვა პირებთან ერთად უნდა შეეფარდოს აღმკვეთი ღონისძიება, ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG