Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთში შეტაკებები მოჰყვა ქაშმირელი ექსტრემისტის სიკვდილით დასჯას


ინდოეთში დღეს სიკვდილით დასაჯეს ქაშმირელი ექსტრემისტი მუჰამად აფზალ გურუ, რასაც შეტაკებები მოჰყვა ქაშმირის რეგიონში. გურუ ჩამოახრჩეს მას შემდეგ, რაც დამნაშავედ სცნეს ინდოეთის პარლამენტზე 2001 წლის შეიარაღებული თავდასხმის დაგეგმვაში. 2001 წლის დეკემბრის თავდასხმას ექვსი მცველი და მებაღე შეიწირა, დაიღუპა ხუთივე თავდამსხმელი. გურუ 2002 წლიდან იყო სიკვდილმისჯილი. ინდოეთის პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ უარყო მისი შეწყალების თხოვნა. უფლებადამცველები და ქაშმირის ინდურ ნაწილში დაფუძნებული პოლიტიკური ორგანიზაციები აცხადებენ, რომ გურუს სასამართლო პროცესი მიკერძოებული იყო. ქაშმირში საპროტესტო აქციაზე შეკრებილებსა და უშიშროების ძალებს შორის შეტაკებები მოჰყვა ცნობას მუჰამად აფზალ გურუს ჩამოხრჩობის შესახებ.
XS
SM
MD
LG