Accessibility links

logo-print

აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატებში უამინდობაა


აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატებს ძლიერი ქარბუქი დაატყდა, რის შედეგადაც ელექტრომომარაგების გარეშეა დარჩენილი ნახევარ მილიონამდე ადამიანი. თოვლის საფარი 60 სანტიმეტრს აღწევს. ოფიციალური პირების ცნობით, მასაჩუსეტსის შტატში გამოირთო პილგრიმის ატომური ელექტროსადგური. გაუქმებულია 5300 ავიარეისი, დაიხურა ნიუ-იორკის სამი დიდი აეროპორტი, ისევე როგორც ბოსტონის ლოგანის აეროპორტი. ქარბუქმა, სულ ცოტა, ოთხი ადამიანი შეიწირა ნიუ-იორკში და კანადაში.
XS
SM
MD
LG