Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიხსნა პოლიტიკური რეჟიმის მსხვერპლთა მემორიალი


თბილისში, იუსტიციის სახლთან გაიხსნა 2004-2012 წლებში პოლიტიკური რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი. ის გახსნეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და 2006 წლის 2 მაისს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მამამ, იური ვაზაგაშვილმა. წულუკიანმა როგორც აღნიშნა, იური ვაზაგაშვილის სურვილით, 1 ოქტომბრის შემდეგ ვაზაგაშვილის დაფა იქცა მემორიალად და ის ეძღვნება არა მხოლოდ ზურაბ ვაზაგაშვილისა და მასთან ერთად მოკლული საშა ხუბულოვის, არამედ 2004-2012 წლებში პოლიტიკური რეჟიმის ყველა მსხვერპლის ხსოვნას.
XS
SM
MD
LG