Accessibility links

logo-print

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი: ვგმობთ თბილისში მომხდარ ძალადობას


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი, ვიქტორია ნულანდი თბილისში პარასკევს მომხდარ არეულობას გამოეხმაურა გამოცემა “Foreign Policy”-ის ბლოგ The Cable-თან გაკეთებულ განცხადებაში. „ჩვენ ვგმობთ თბილისში [მომხდარ] ძალადობას ... ყველა მხარეს მოვუწოდებთ კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ, რათა ხელი შეეწყოს საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას“ - უთქვამს ნულანდს გამოცემისთვის. The Cable-ი ასევე ავრცელებს საქართველოში აშშ-ის ელჩის, რიჩარდ ნორლანდის სიტყვებს - „დემოკრატიაში გარკვეული ძირითადი პრინციპები მოქმედებს. რამდენად ძლიერი განცდებიც უნდა გაკავშირებდეთ ამა თუ იმ საკითხთან ან თავს უსამართლობის როგორ მსხვერპლადაც უნდა თვლიდეთ, გამართლება არ აქვს ძალადობას, პარლამენტარებისთვის მუშტების ჩარტყმას მაშინ, როცა ისინი პრეზიდენტის გამოსვლის მოსასმენად მიდიან“. ჩვენ ვგმობთ ამ ძალადობასო, - აცხადებს აშშ-ის ელჩი.
XS
SM
MD
LG