Accessibility links

logo-print

რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულ პირებს გირაო შეეფარდათ


თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდებიან ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ბრალდებული პირები, მათ შორის შსს-ოს პრეს-სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, გურამ დონაძე. დონაძეს აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა 25 000-ლარიანი გირაო, დანარჩენ ბრალდებულებს კი 15-15 000-ლარიანი გირაო. აღმკვეთ ღონისძიებად გირაო, დონაძესთან ერთად, შეეფარდათ თბილისის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს ყოფილ უფროსს დავით იაშვილს, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს ყოფილ უფროსს ირაკლი ფირცხალავას, ამავე პოლიციის მესამე განყოფილების ყოფილ უფროსს ალექსანდრე გვაზავას.
XS
SM
MD
LG