Accessibility links

logo-print

მელორ ვაჩნაძე და მიხეილ მესხი დააჯარიმეს და გაათავისუფლეს


თბილისში სასამართლომ 100-100 ლარის ჯარიმა შეუფარდა და გაათავისუფლა მელორ ვაჩნაძე და მიხეილ მესხი, რომლებიც პარასკევს იქნენ დაკავებული, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან არეულობის შემდეგ. ამ ორი პირის მიმართ შედგენილი იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტზე. ეროვნულ ბიბლიოთეკასთან 8 თებერვალს გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეები თავს დაესხნენ „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წევრს. პოლიციამ დააკავა აგრეთვე პირი, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პარლამენტის წევრს, ჩიორა თაქთაქიშვილს. ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ძალადობა შაბათს დაგმო საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა. მან შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა დამნაშავეების დასჯისაკენ. მანვე დადებითად შეაფასა დაძაბულობის განსამუხტად ბიბლიოთეკასთან შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლის ფაქტი.
XS
SM
MD
LG