Accessibility links

logo-print

გერმანიაში გადადგა განათლების მინისტრი, რომელიც პლაგიატში ამხილეს


გერმანიაში გადადგა განათლების მინისტრი, ანეტ შავანი, რომელსაც პლაგიატში ადანაშაულებენ. შავანის გადადგომა ოთხ დღეში მოჰყვა დიუსელდორფის უნივერსიტეტის მიერ მისთვის 30-მდე წლის წინ მინიჭებული სამეცნიერო ხარისხის - დოქტორის წოდების - ჩამორთმევას. უნივერსიტეტი აცხადებს, რომ შავანის სადისერტაციო ნაშრომი ნაწილობრივ შედგება სხვა ტექსტებიდან აღებული ასლებისაგან. შაბათს ანეტ შავანმა განაცხადა, რომ გადადგება, რათა თავიდან ააცილოს „დაძაბულობა“ მთავრობას და თავის ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას. მაგრამ ის არ ცნობს დიუსელდორფის უნივერსიტეტის გადაწყვეტილებას, რომელსაც სასამართლოში გაასაჩივრებს.
XS
SM
MD
LG