Accessibility links

logo-print

სასამართლოს გადაწყვეტილებით, უდალცოვი 6 აპრილამდე შინა პატიმრობაში იქნება


მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 6 აპრილამდე შინა პატიმრობაში ყოფნა მოუწევს ოპოზიციის ლიდერს, მოძრაობა "მემარცხენე ფრონტის" ხელმძღვანელ სერგეი უდალცოვს. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ მოპოვებული აქვთ საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც ცხადჰყოფს, რომ უდალცოვი გეგმავდა რუსეთში მასობრივი არეულობების მოწყობას. სასამართლოს გადაწყვეტილებით, უდალცოვს არ უნდა მიეცეს არავისთან კონტაქტის დამყარების საშუალება, გარდა ოჯახის წევრების, ადვოკატების, გამომძიებლების და სამართალდამცველებისა. უდალცოვს ეკრძალება ასევე ტელეფონითა და ინტერნეტით სარგებლობა, წერილების გაგზავნა და მიღება. უდალცოვი ბრალდებებს უარყოფს.
XS
SM
MD
LG