Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილი "უპირობოდ და ცალსახად" გმობს ძალადობას ეროვნულ ბიბლიოთეკასთან


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც, მისივე სიტყვებით, "უპირობოდ და ცალსახად" გმობს ძალადობის ფაქტებს, რომლებსაც პარასკევს ადგილი ჰქონდა ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე. ბიძინა ივანიშვილი როგორც აღნიშნავს, სამოქალაქო პროტესტის გამოხატვა, რაც კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, უნდა იყოს მხოლოდ არაძალადობრივი და მხოლოდ კანონის ფარგლებში.
XS
SM
MD
LG