Accessibility links

logo-print

სააკაშვილი დიალოგის შეთავაზებით პასუხობს პრემიერ-მინისტრის განცხადებას


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრსა და მის გუნდს სთავაზობს დიალოგს და უკვე ორშაბათს შეხვედრის გამართვას საკანონმდებლო საკითხების, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებისა და სხვა ინიციატივების განსახილველად. ამის შესახებ საუბარია განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტის ვებსაიტზე გამოქვეყნდა და რომელშიც სააკაშვილი მიესალმება იმ ფაქტს, რომ პრემიერ-მინისტრმა, სააკაშვილის თქმით, შეცვალა თავისი ჩვეული მოწოდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განადგურების თაობაზე და დიალოგი შესათავაზა პრეზიდენტის გუნდს და საპარლამენტო ოპოზიციას. პრეზიდენტის მოწოდება მოჰყვა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას, რომ მზად არის პრეზიდენტთან და მის პოლიტიკურ გუნდთან ურთიერთობისთვის კონსტიტუციისა და კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვით. ამავე განცხადებაში ივანიშვილმა, მისი სიტყვებით, „უპირობოდ და ცალსახად" დაგმო ძალადობის ფაქტები, რომლებსაც პარასკევს ადგილი ჰქონდა ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე.
XS
SM
MD
LG