Accessibility links

logo-print

ავღანეთში საერთაშორისო ძალებს ახალი სარდალი ჰყავს


ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერ საერთაშორისო ძალებს ახალი მეთაური ჰყავს - ამერიკელი გენერალი ჯოზეფ დანფორდი. მან სარდლობა ჩაიბარა ასევე ამერიკელი გენერლის, ჯონ ალენისაგან, რომელიც 19 თვე მუშაობდა ამ პოსტზე. მოსალოდნელია, რომ გენერალი დანფორდი იქნება ავღანეთში მრავალეროვანი ჯარების ბოლო სარდალი, რომელიც უხელმძღვანელებს 2014 წლის მიწურულს საბრძოლო მისიის დასრულებასთან დაკავშირებულ ზომებს, მათ შორის უსაფრთხოებაზე ზრუნვის ამოცანის ავღანელებისთვის ჩაბარებას.
XS
SM
MD
LG