Accessibility links

logo-print

ინდუისტები ასრულებენ მდინარე განგში განბანვის რიტუალს


ათობით მილიონი ინდუისტი ასრულებს მდინარე განგში განბანვის რიტუალს, ცოდვებისაგან განსაწმენდად. დღევანდელი დღე ერთ-ერთი უმნიშვნელოვნესია 55-დღიანი ზეიმის, კუმბ მელასთვის, რომელიც მსოფლიოში უდიდესი რელიგიური დღესასწაულია. ვარაუდობენ, რომ 30 მილიონამდე ადამიანი შეაბიჯებს განგში ჩრდილოეთ ინდოეთში მდებარე ქალაქ ალაჰაბადში. წესრიგზე ზრუნვა ევალება 7000-მდე პოლიციელს. განგი, მიუხედავად იმისა, რომ ინდუისტებისათვის წმინდა მდინარეა, ძლიერად არის დაბინძურებული მის ნაპირებზე მდებარე დასახლებებისა და საწარმოების ნარჩენებით.
XS
SM
MD
LG