Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის პრეზიდენტობის დაჭრილი კანდიდატი არჩევნების გადადებას ითხოვს


სომხეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, პარუირ ჰაირიკიანი, რომელიც ათი დღის წინ დაჭრეს, ითხოვს 18 თებერვლისათვის დანიშნული არჩევნების ორი კვირით გადადებას. მან ამ თხოვნით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელსაც ოთხი დღეს აქვს გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად. აქამდე ჰაირიკიანს ნათქვამი ჰქონდა, რომ არ ითხოვდა არჩევნების გადადებას. 63 წლის ჰაირიკიანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს მხარში, 31 იანვარს ერევანში თავდასხმისას. დაკავებულია ორი ეჭვმიტანილი, თუმცა პოლიცია არაფერს ამბობს თავდასხმის მოტივზე. ექსპერტების შეფასებით, ჰაირიკიანს არა აქვს არჩევნებში გამარჯვების რეალური შანსი. გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ სომხეთის ამჟამინდელ პრეზიდენტს, სერჟ სარქსიანს.
XS
SM
MD
LG