Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალიში მოხდა შეტაკება ისლამისტ ექსტრემისტებთან


მალის მთავრობის ჯარები ისლამისტ ექსტრემისტებს დაუპირისპირდნენ ჩრდილოეთ მალის ქალაქ გაოში - რეგიონში, რომელიც ბოლოხანს დაიპყრეს ექსტრემისტებისაგან საფრანგეთის ხელმძღვანელობით ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად. კვირას შეტაკება დაიწყო რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ფრანგმა და მალელმა ჯარისკაცებმა დამატებითი ძალებით გაამყარეს ბლოკპოსტი, რომელზეც მანამდე ორი თავდასხმა მოაწყეს თვითმკვლელმა ამფეთქებლებმა. ვარაუდობენ, რომ ექსტრემისტები თავს აფარებენ უდაბნოს, რაც ქმნის პარტიზანული თავდასხმების და აფეთქებების საფრთხეს, საფრანგეთს ამჟამად 4000-კაციანი კონტინგენტი ჰყავს მალიში.
XS
SM
MD
LG