Accessibility links

logo-print

ინდოეთში 10-მდე ადამიანი დაიღუპა რელიგიურ დღესასწაულზე მომხდარი ჭყლეტისას


ინდოეთში, სულ ცოტა, 10 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ალაჰაბადში, რკინიგზის სადგურზე მომხდარი მასობრივი ჭყლეტისას. ალაჰაბადის რეგიონში მილიონობით ინდუისტია შეკრებილი მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს დღესასწაულზე, რომლის მსვლელობაშიც მდინარე განგში განბანვის რიტუალში მონაწილეობენ. ინდოეთის რკინიგზის მინისტრის, ნაუან ბანსალის ინფორმაციით, ჭყლეტა გამოიწვია დიდი რაოდენობით ხალხის თავმოყრამ ალაჰაბადის რკინიგზის სადგურზე. კვირა საღამოს იქ ათიათასობით ადამიანი იმყოფებოდა.
XS
SM
MD
LG