Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჰრეინში მთავრობამ და ოპოზიციამ მოლაპარაკებები დაიწყეს


ბაჰრეინში მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებები დაიწყეს. პროცესი კვირას დაიწყო. შემდეგი რაუნდი ოთხშაბათს არის დაგეგმილი. 2011 წლის შემდეგ ეს პირველი შეხვედრაა. მოლაპარაკებების მიზანია ბაჰრეინის სუნიტ მმართველ ძალასა და უმრავლესად შიიტებით წარმოდგენილ ოპოზიციას შორის კონფლიქტის მოგვარება. შიიტებს სურთ, რომ დასავლეთის მიერ მხარდაჭერილმა მონარქიულმა მმართველობამ დათმოს ძალაუფლებაზე მონოპოლია და ქვეყანა მართოს არჩეულმა მთავრობამ, რომელშიც მნიშვნელოვან პოსტებზე შიიტების წარმომადგენლებიც იქნებიან. ბაჰრეინში არეულობა 2011 წელს დაიწყო. ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლები უშიშროების ძალებმა ჩაახშეს, თუმცა, ოპოზიცია დღემდე აგრძელებს ცვლილებების მოთხოვნას.
XS
SM
MD
LG