Accessibility links

ლოს ანჯელესის პოლიციამ დააწესა მილიონი დოლარი ყოფილ პოლიციელზე ინფორმაციისთვის


ლოს ანჯელესის ხელისუფლებამ 1 მილიონი დოლარი დააწესა ინფორმაციისთვის, რომელიც სამართალდამცავებს მკვლელობაში ეჭვმიტანილი ყოფილი პოლიციელის პოვნაში დაეხმარება. ქრისტოფერ დორნერი სამი ადამიანის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ლოს ანჯელესის მერმა ანტონიო ვილარაიგოსამ კვირას განაცხადა: ”არ შევეგუებით ტერორის თარეშს”. 33 წლის დორნერზე ძებნა გამოცხადდა გასულ კვირაში სამხრეთ კაროლინაში მომხდარი მკვლელობების გამო. მოკლულები არიან პოლიციელი და კიდევ ორი პირი, მათ შორის - გადამდგარი პოლიციელის ქალიშვილი. ქრისტოფერ დორნერის მიერ ინტერნეტით გავრცელებულ განცხადებაში დორნერი - აშშ-ის საზღვაო ძალების ყოფილი რეზერვისტი იმუქრება, რომ შურს იძიებს ლოს ანჯელესის პოლიციიდან მისი გათავისუფლების გამო. ის თანამდებობის პირებსა და ყოფილ კოლეგებს უსამართლობაში სდებს ბრალს. ხელისუფლების განცხადებით, 1 მილიონი დოლარი რეკორდული თანხაა, რაც კი დღემდე სამხრეთ კალიფორნიაში ძებნილისთვის დაწესებულა.
XS
SM
MD
LG