Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთში ალაჰაბადში მომხდარის გამოძიება დაიწყო


ინდოეთის რკინიგზის მინისტრმა პავან კუმარ ბანსალმა განაცხადა, რომ დაწყებულია გამოძიება 10 თებერვალს ინდოეთის ჩრდილოეთში, რკინიგზის სადგურზე მომხდარი ჭყლეტისას ათეულობით ადამიანის დაღუპვის შემთხვევის გამო. კვირას ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი რკინიგზის სადგურში ქალაქ ალაჰაბადში, სადაც მილიონობით ადამიანი იყო შეკრებილი ინდუსთა რელიგიური დღესასწაულის აღსანიშნავად. გავრცელებული ინფორმაციით, ჭყლეტა მოხდა საფეხმავლო ხიდზე, რომელიც რკინიგზის ბაქნებს აკავშირებს. პოლიცია უარყოფს მის მიმართ ბრალდებას, თითქოს მანაც შეუწყო ხელი ჭყლეტას, რადგან ხელკეტების გამოყენებით შეეცადა ბრბოს გაკონტროლებას.
XS
SM
MD
LG