Accessibility links

logo-print

ირაკლი ღარიბაშვილი - ”იცოდნენ და შეგნებულად წავიდნენ პროვოკაციაზე”


შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ”წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა კარგად იცოდნენ, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა გამწარებულ ხალხში მათ გამოჩენას. იცოდნენ და შეგნებულად წავიდნენ პროვოკაციაზე”, - აცხადებს ღარიბაშვილი. ამავე ინტერვიუში ის ამბობს: ”საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ მერთან ერთად ”ნაციონალური მოძრაობის” წევრების დაგეგმილი იყო ეს პროვოკაცია. ისინი არიან ადამიანები, ვინც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფას აყენებდნენ მოქალაქეებს და პოლიციელებს”.
XS
SM
MD
LG