Accessibility links

logo-print

რომის პაპი აპირებს უარი თქვას წმინდა საყდარზე


რომის რიგით 265-ე პაპი, ბენედიქტე მე-16 აპირებს 28 თებერვალს უარი თქვას წმინდა საყდარზე, ანუ გადადგეს. კათოლიკური ეკლესის მამამთავარმა განაცხადა, რომ მთლიანად აცნობიერებს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც, როგორც ვატიკანის წარმომადგენელმა, ფედერიკო ლომბარდიმ გამოაცხადა, ეფუძნება მის ასაკს, რომ სისუსტის გამო აღარ ძალუძს შესაბამისად აღასრულოს თავისი მოვალეობა. „ამისთვის, ამ ქმედების სერიოზულობის სრული გააზრებით, ვმოქმედებ რა სრული თავისუფლებით, ვაცხადებ , რომ უარს ვამბობ ვიმსახურო რომის ეპისკოპოსის, წმინდა პეტრეს მემკვიდის ადგილზე. ეს სამართლებრივი თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი გაცხადებაა", თქვა ლომბარდიმ.
აპრილში პაპს 86 წელი შეუსრულდება. ვატიკანის წარმომადგენლის თქმით, ეკლესიის ახალი წინამძღოლის არჩევა უახლოეს დროში მოხდება; ბენედიქტე მე-16, ერისკაცობაში იოზეფ ალოის რაცინგერი, 2005 წელს აირჩიეს რომის პაპად. ის კათოლიკური ეკლესიის გერმანული წარმოშობის პირველი მეთაური იყო ბოლო, თითქმის ათასი წლის მანძილზე. ბოლო პაპმა ნებაყოფლობით ტახტი, დაახლოებით 600 წლის წინ დატოვა. წმინდა საყდარზე უარი გრიგოლ მე-12-მ 1415 წელს თქვა.
XS
SM
MD
LG