Accessibility links

logo-print

პარუირ აიარიკიანმა თავისი განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოდან გამოიტანა


სომხეთის საპრეზიდენტო კანდიდატმა, პარუირ აირიკიანმა, რომელიც თავდასხმის შედეგად დაიჭრა, საკონსტიტუციო სასამართლოდან გამოიტანა თავისი განცხადება, რომელშიც არჩევნების გადატანას ითხოვდა. „ინტერფაქსის“ ცნობით, აირიკიანის აზრით, ის შეუძლებლად მიიჩნევს, ზემოქმედება იქონიოს არჩევნების ვადებზე, მიუხედავად იმისა, რომ ვერ მოახერხა სრულად ჩაეტარებინა წინასაარჩევნო აგიტაცია. სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნები, როგორც დაგეგმილი იყო, ჩატარდება 18 თებერვალს.
XS
SM
MD
LG