Accessibility links

logo-print

პროტესტი ოკუპაციის კანონში ცვლილების წინააღმდეგ


11 თებერვალს მთავრობის კანცელარიის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს 21 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, რომლებიც უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ოკუპაციის კანონში დაგეგმილი ცვლილების გამო. ამ ცვლილების თანახმად, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ადმინისტრაციული საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის შემთხვევაში პირს, პირველ ჯერზე, მხოლოდ ადმინისტრაციული სასჯელი შეეფარდება და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მხოლოდ იმავე ქმედების განმეორების შემთხვევაში მიეცემა. დღეს მოქმედი კანონის თანახმად, დამრღვევი პირდაპირ სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. კანონის შერბილების მიზეზად სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი იმ გარემოებას ასახელებს, რომ ბევრი უცხოელი ტურისტი საზღვარს გაუაზრებლად არღვევს.

XS
SM
MD
LG