Accessibility links

logo-print

აშშ-მა ავღანეთიდან საბრძოლო აღჭურვილობის გატანა დაიწყო


აშშ-ის სამხედრო სარდლობამ, რომელიც მომავალი წლისათვის ავღანეთიდან სრულად გაიყვანს მის საბრძოლო დანაყოფებს, პაკისტანის გავლით უკვე დაიწყო სამხედრო აღჭურვილობის გატანა ავღანეთიდან. მარკუს სპაედმა ავღანეთში დისლოცირებული აშშ-ის არმიის ოფიციალურმა წარმომადგენლმა ორშაბათს განაცხადა, რომ გასულ უქმეებში 50 სატვირთო კონტეინერი დატოვა ავღანეთი. ნაწილმა ჩამანის სასაზღვრო პუნქტიდან, ნაწილმა კი ჩრდილოეთ ტორხამის გზით დატოვა ავღანეთი. პაკისტანზე გამავალ სახმელეთო მარშრუტებს 11 წლის განმავლობაში იყენებდა აშშ-ი საკუთარი ჯარების მოსამარაგებლად. გასულ წელს ისლამაბადმა გადაკეტა გზა მას შემდეგ, რაც ნოემბერში აშშ-ის საავიაციო შეტევას 24 პაკისტანელი ჯარისკაცი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG