Accessibility links

logo-print

სააკაშვილი ფიქრობს, რომ ქვეყანაში „საგანგებო მდგომარეობაა“


ამის შესახებ პრეზიდენტმა პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსაფაშვილთან და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერთან დავით ბაქრაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. "საფრანგეთის კონსტიტუციით, რომელიც ჩვენს ვითარებას ძალიან ჰგავს, პრემიერი ვალდებულია კვირაში ერთხელ მივიდეს პრეზიდენტთან, მითუმეტეს, რომ მე ვფიქრობ, რომ ქვეყანაში არის საგანგებო ვითარება. ადამიანებს, რომლებსაც თქვენ შეიძლება, პოლიტპატიმრებად მიიჩნევთ, მე ვთვლი კრიმინალებად,“- განაცხადა მიხეილ საააკშვილმა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, 8 თებერვალს ეროვნული ბიბლიოთეკის წინ, „ციხიდან გამოსული კრიმინალთა ბანდის მიერ მასობრივი ეგზეკუცია მოხდა“. ვითარების გათვალისწნებით, მიხეილ საკაშვილმა მოუწოდა ბიძინა ივანიშვილს, რომ "კეთილი ინებოს და ჩაერთოს დიალოგში“.
XS
SM
MD
LG