Accessibility links

logo-print

არასაპარლამენტო ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში ჩართვას ითხოვს


საქართველოს არასაპარლამენტო პარტიებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს მიმართეს. განცხადებაშია ნათქვამია, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში მზადდება კონსტიტუციის და საარჩევნო კოდექსის ძირეული რეფორმა და არასაპარლალამენტო ოპოზიცია ითხოვს შეიქმნას ჯგუფი, რომელიც განიხილავს საარჩევნო, საკონსტიტუციო და სხვა ორგანულ კანონებში ცვლილებებს და რომლის მუშაობაშიც მონაწილეობას მიიღებს არასაპარლამენტო ოპოზიციაც. განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი პარტიების ლიდერები: "ახალი მემარჯვენეები" - ფიქრია ჩიხრაძე; "ევროპელი დემოკრატები"- პაატა დავითაია; "თავისუფალი საქართველო"- კახა კუკავა; "სამართლიანი საქართველო"- სერგო ჯავახიძე; "ტრადიციონალისტთა კავშირი"- აკაკი ასათიანი; "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა"- გიორგი თარგამაძე.
XS
SM
MD
LG