Accessibility links

ირანი შესაძლებლად მიიჩნევს ფარჩინის ბაზის შემოწმებას


ირანი აცხადებს, რომ ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მოთხოვნა, შეამოწმოს თეირანთან მდებარე ფარჩინის სამხედრო კომპლექსი შესაძლოა, იყოს მოლაპარაკების მომდევნო რაუნდზე განსახილველი საკითხი, თუ აღიარებენ ირანის უფლებას, ისარგებლოს ბირთვული ენერგიით. ატომური ენერგეტიკის სააგენტოს ექსპერტების ჯგუფი, ჰერმან ნაკერტსის ხელმძღვანელობით, ოთხშაბათს განაახლებს მოლაპარაკებას თეირანში, ფარჩინის კომპლექსში შესვლის მოთხოვნით, რადგან ვარაუდობენ, რომ ამ ობიექტზე მიმდინარეობს სამხედრო კვლევა. ირანის საგარეო უწყების პრესმდივანმა, რამინ მეჰმანპარასტიმ თეირანში უთხრა ჟურნალისტებს, რომ „ფარჩინის შემოწმებაზე დისკუსია შესაძლოა, იყოს შეთანხმების ნაწილი“. დასავლეთში შიშობენ, რომ ირანის ბირთვული პროგრამა ბირთვული იარაღის შექმნას ემსახურება. ირანი უარყოფს ამ ბრალდებას.
XS
SM
MD
LG