Accessibility links

logo-print

არასაპარლამენტო პარტიებმა ერთობლივი განცხადებით მიმართეს დიპლომატიურ კორპუსს


პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტების და კონსტიტუციის და საარჩევნო კოდექსის ძირეული რეფორმის განზრახვის გამო, არასაპარლამენტო პარტიებმა ერთობლივი განცხადებით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ კონსტიტუციურ და საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების გამო, საერთაშორისო ორგანიზაციების შუამავლობით ყველა წინა მოწვევის პარლამენტში პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით მოქმედებდა სამუშაო ჯგუფი, სადაც წინასწარი კონსულტაციების შემდეგ ხდებოდა ცვლილებათა პაკეტის მომზადება და პარლამენტისთვის წარდგენა. ”მიგვაჩნია, რომ მიზანშეწონილია, კვლავ შეიქმნას მსგავსი ფორმატის ჯგუფი, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობას მიიღებს არასაპარლამენტო ოპოზიციაც", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ახალი მემარჯვენეების, ევროპელი დემოკრატების, თავისუფალი საქართველოს, სამართლიანი საქართველოს, ტრადიციონალისტთა კავშირის და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარეები.
XS
SM
MD
LG