Accessibility links

ნაციონალური მოძრაობა ლუკა კურტანიძის თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვს


ნაციონალური მოძრაობა პოლიციის აკადემიის პრორექტორობიდან ლუკა კურტანიძის გათავისუფლებას მოითხოვს. საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი გაბაშვილის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "8 თებერვლის დარბევის შემდეგ, 11 თებერვალს, გაზეთ "ასავალ-დაასავალში" გამოქვეყნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის პრორექტორის განცხადება, რომელიც აღსავსეა უკიდურესად სახიფათო სიძულვილის ენით, სადაც ის ფიზიკური ანგარიშსწორებით და ლინჩის წესით მოკვლით ემუქრება პრეზიდენტს და პარლამენტის წევრებს.” გაბაშვილი აღნიშნავს, რომ თუ სამი დღის განმავლობაში კურტანიძე თანამდებობიდან არ გათავისუფლდება, მისი განცხადებები აღქმული იქნება შსს-ს და პირადად მინისტრ ღარიბაშვილის პოზიციად.
XS
SM
MD
LG