Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში მიმდინარეობს აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალური დიალოგის შეხვედრა


თბილისში გაიხსნა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალური დიალოგის მეორე შეხვედრა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრები მასპინძლობენ. ორდღიან შეხვედრაში მონაწილეობენ ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფიულე, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ჰელგა შმიდი, ევროკომისარი ტრანსპორტის საკითხებში სიიმ კალასი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივაში საქართველოს გარდა ჩართული კიდევ 5 ქვეყნის, აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის, მოლდავეთის და ბელორუსიის დელეგაციები. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში მიმდინარე არაფორმალური დიალოგის შეხვედრა ნოემბერში, ვილნიუსში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის მესამე სამიტისთვის უფრო ეფექტიანად მომზადების შესაძლებლობას ქმნის.
XS
SM
MD
LG