Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2020 წლის ოლიმპიადის პროგრამაში ჭიდაობის ჩართვას საფრთხე ემუქრება


საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ჭიდაობა ამოიღო 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ძირითადი სახეობების სიიდან. გადაწყვეტილება, რომელიც დღეს მიიღო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელმა კომიტეტმა ლოზანაში გამართულ სხდომაზე, ნიშნავს იმას, რომ ჭიდაობას სპორტის შვიდი სხვა სახეობა გაუწევს კონკურენციას ოლიმპიურ პროგრამაში მოსახვედრად. ძირითადი სახეობებიდან ჭიდაობის ამოღება მოულოდნელი გადაწყვეტილებაა, რადგან ვარაუდობდნენ, რომ ხუთჭიდს შეარჩევდნენ ზაფხულის 26 ძირითადი სახეობიდან ერთის ამოღებაზე მსჯელობისას. ჭიდაობა, რომელიც 1896 წელს, თანამედროვე ეპოქის პირველივე ოლიმპიური თამაშებიდან შედის ზაფხულის ოლიმპიურ პროგრამაში, მოიცავს როგორც თავისუფალი, ისე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობას.
XS
SM
MD
LG