Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანის პრეზიდენტი მაღალჩინოსნების შვილებს აკრიტიკებს


აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მკაცრად გააკრიტიკა მაღალჩინოსნებისა და მათი შვილების „ცუდი საქციელი“. ამ, სამშაბათს გაკეთებული განცხადებით ალიევი პირველად გამოეხმაურა ბოლოდროინდელ საპროტესტო გამოსვლებს ბაქოს ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ ისმაილიში. პროტესტი მოჰყვა ავტოავარიას, რომელშიც ერთ-ერთი მინისტრის ვაჟიშვილი იყო გახვეული. ჟურნალისტებთან საუბრისას, ალიევმა მთავრობის წევრები გააფრთხილა, რომ თანამდებობას დაკარგავენ ოფიციალური პირები, რომელთა შვილებიც სათანადოდ არ მოექცევიან და შეურაცხყოფენ მოქალაქეებს. გარდა ამისა, ალიევმა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებს მოუწოდა, ბოლო მოუღონ მდიდრულ ქორწილებსა და სხვა თავყრილობებს. ისმაილიში საპროტესტო გამოსვლების ათობით მონაწილე იქნა დაპატიმრებული მას შემდეგ, რაც 23 იანვარს ქალაქში ცეცხლი წაუკიდეს ავტომანქანებსა და სასტუმროს, რომელიც მინისტრის ვაჟიშვილს ეკუთვნის.
XS
SM
MD
LG