Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭო გმობს ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ გამოცდას


გაეროს უშიშროების საბჭომ დაგმო ჩრდილოეთ კორეაში ჩატარებული მესამე ბირთვული გამოცდა. უშიშროების საბჭოს ამჟამინდელი მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, სამხრეთ კორეის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, კიმ სუნ-ჰვანმა ბირთვულ გამოცდას უწოდა „უშიშროების საბჭოს რეზოლუციების უხეში დარღვევა“. სამშაბათს, საგანგებო შეხვედრის შემდეგ სამხრეთკორეელმა მინისტრმა განაცხადა, რომ უშიშროების საბჭო ახლა განიხილავს „სათანადო ზომებს“ გამოცდაზე რეაგირებისათვის. ხოლო გაეროში აშშ-ის ელჩმა, სიუზან რაისმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები აპირებენ, გაამკაცრონ სანქციები, რომლებიც ფხენიანს დაუწესეს 2006 და 2009 წლების ბირთვული გამოცდების შემდეგ. გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა ფხენიანს მოუწოდა ბირთვული იარაღის პროგრამაზე უარის თქმისაკენ.
XS
SM
MD
LG