Accessibility links

logo-print

სენატის კომიტეტში თავდაცვის მინისტრის კანდიდატურას უყრიან კენჭს


აშშ-ის სენატის შეიარაღებული სამსახურების კომიტეტში სამშაბათს კენჭი უნდა უყარონ პრეზიდენტ ობამას მიერ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილ ჩაკ ჰეიგელს, რომელსაც, როგორც მოელიან, ორივე, რესპუბლიკური და დემოკრატიული ბანაკებიდან, ზუსტად 12-12 სენატორი მიემხრობა. რესპუბლიკელები იმუქრებიან, რომ შეაჩერებენ ვიეტნამის ომის ვეტერნის კენჭიყრას. ჰეიგელმა სადავო პოზიცია დაიკავა სენატში ირანის და ისრაელის საკითხებში, თავის დროზე წინააღმდეგი იყო ერაყის ომისა. ჰეიგელმა გამარჯვებისთვის სენატის უმრავლესობა უნდა მიიმხროს.
XS
SM
MD
LG